"თავისუფალი ზონის" ხელმზღვანელი კობა ხაბაძი აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერბში მობილიზებულობაზე საუბრისას მას გულისხმობდნენ. ე.წ. მოდულის შენობასთან მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ხელისუფლებამ შესაძლოა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს.
,,სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემზეა საუბარი, რადგან კობა დავითაშვილზე ცოტა გამიჭირდება ამის დაბრალება. ნამდვილად, ალბათ ჩემზეა საუბარი. ნამდვილად გვყავდა მობილიზებული თავისუფალი ხალხი, ნამდვილად ვიყავით ტელეკომპანიასთან, ნამდვილად ვიქნებით ტელეკომპანიასთან და ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება. ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლება. ისინი არიან პუტინის და კრემლის მონები, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას და რომლებმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე მიიყვანონ. მსურს, რომ აქვე ვარ, ნუღარ მაწვალებენ და ბარემ შემიყვანონ", - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ამ ჩანაწერებში სავარაუდოდ საუბარია ,,თავისუფალ ზონაზეც", რაც აღმოჩენა ნამდვილად არ არის.
"მათ მიერ დამონტაჟებულ კამერებში ჩანს, რომ ჩვენ იქ ვიყავით", - განაცხადა კობა ხაბაზმა.
უკრაინულ საიტზე დღეს გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებში, რომელიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გივი თარგამაძეს შორის მიმდინარეობს საუბარი, ნახსენებია ვინმე კობა, თუმცა გვარი დაზუსტებული არ არის.