საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები შედიან. ევროპარლამენტის დელეგაციას ევროპარლამენტის წევრი ბრიტანეთიდან, საჯად ქარიმი ხელმძღვანელობს.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ახალი ორგანოა, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა და რომლის მიზანიც ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე დემოკრატიული ზედამხედველობის განხორციელებაა.
საქართველოს პრეზიდენტის და ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრისას საუბრი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ჰეიდი ჰაუტალა, ანდრეს მამიკინსი, ვალენტინას მაზურონისი, კლერ მუდი, აგნიეშკა კოზლოვსკა - რაჟევიჩი და კოზმა ზლოტოვსკი.