საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომის პაპს ბენედიქტე XVI-ს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტმა ბენედიქტე XVI-ს საქართველოს პატრიარქის მოკითხვაც გადასცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომის პაპი განსაკუთრებით აქტიურობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და როგორც შეხვედრაზე აღმოჩნდა, ის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლების შესახებ ინფორმირებული იყო", - განაცხადა კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების და ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოწოდა.
ამასთან, კალანდაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რომის პაპთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი.