იუსტიციის სამინისტროში დღეს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან 8 პროკურორი, ორი მოსამართლე, საპარლამენტო უმრავლესობიდან დასახელებული ერთი დეპუტატი და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენელი. საპროკურორო საბჭოს ძირითადი ფუნქცია მთავარი პროკურორის არჩევა ან მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება. მთავარი პროკურორის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძეა. საბჭოს სხდომა 11 საათზე დაიწყება.