ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ბრიფინგზე საუბარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება.
კერძოდ, ხარატიშვილი საარჩევნო კოდექსის იმ მუხლს განმარტავს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტებში ტრანსფერების განხორციელებას შეეხება.
ცესკო ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებს დაიცვან ეს მუხლი და არ დაუშვან საარჩევნო კოდექსის გვერდის ავლით ადგილობრივ ბიუჯეტებში ტრანსფერების განხორციელება.
ცესკო-მ მერობისა და საკრებულოს წევრებობის კანდიდათა ბიულეტენების ტექსტები უკვე დაამტკიცა. ბიულეტენში მითითებული იქნება კანდიდატის სახელი და გვარი, საარჩევნო ნომერი და წარმდგენი პოლიტიკური სუბიექტი.