საქართველოს პრეზიდენტი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. 
 გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი 15:00 საათზეა დაგეგმილი. თემა გუშინ გავრცელებული აუდიომასალა და ამ მასალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება. 
 უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.