დღეს, 9 მაისს, ტელედებატებში ერთმანეთს თბილისის მერობის 4 კანდიდატი - თამაზ ვაშაძე, ნიკა ივანიშვილი, დავით იაკობიძე და გიორგი ლაღიძე დაუპირისპირდებიან.
დებატების მეორე ეტაპი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 21:00 საათზე დაიწყება.
დებატების პირველი უტაპი გუშინ გაიმართა. მასში თბილისის მერობის 5 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი მერი და მმართველი გუნდის კანდიდატი გიგი უგულავა მონაწილეობდა.
პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე აპრობირებულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი USAID-ის (შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებითა და ხელშეწყობით, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის დახმარებით ახორციელებს.