ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა. ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავი ოპოზიციის წარმომადგენელბმაც მიულოცეს. "მრეწველების" პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა უცნობი ჯარისკაცი საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პრობლემებზე ისაუბრეს.
"უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ დღეს, იმ ხალხს ვინც მოგვიტანა დღევანდელი დღე. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ხალხი მიგდებულია და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
გიორგი თქრგამაძის აზრით კი, 9 მაისის და ქართველი ომის ვეტერანების დაუფასებლობა ქართული საზოგადოების დანაშაული იქნება.
"ჩვენი წინაპრების გამო გამოვედით გამარჯვებულები, ამიტომ შეუფასებლობა ამ დღისა და დაუფასებლობა ამ ხალხისა, არათუ დიდი შეცდომა, არამედ დიდი დანაშაულია", - აღნიშნა თქრგამაძემ
ნიკა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობა დადო, რომ ვეტერანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ტკბილი სიბერე ჰქონდეთ", განაცხადა", - ნიკა ივანიშვილმა
ფაშიზმზე გამრაჯვების დღე საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქში აღნიშნეს.