საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ზედა პალატამ კენჭისყრის გამარტივებული წესით, პირველი მოსმენით, ცვლილებების გარეშე, მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების პროექტი მანამდე ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა პირველივე მოსმენით.
დარჩენილია ფორმალური ეტაპი - პრეზიდენტის ხელმოწერა.