ხვალ, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი  სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
 სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
 პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
 სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.