პირველი ნოემბრიდან პენსიები 5 ლარით გაიზრდება. შესაბამისად პენსიის მინიმალური ოდენობა 75 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 75 ლარის ნაცვლად 80 ლარს მიიღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 65 ლარის ნაცვლად - 70 ლარს.
ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოში 641 350 ასაკით პენსიონერი და 108 406 პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული. ნოემბერში მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 71 მილიონი ლარი დაიხარჯება.