ლეიბორისტები დიალიზზე მყოფი 900-მდე ინვალიდისთვის პენსიის გაზრდას ითხოვენ. ავადმყოფები სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან. "ლეიბორისტული" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, რომ ინვალიდები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
"პენსია უნდა გაიზარდოს 300 ლარამდე, სხვადახვა რეგიონალურ ცენტრში უნდა გაიხსნას სამედიცინო დაწესებულება. ვითხოვთ რომ ამ ადამიანებს ქონდეთ სიცოცხლის უფლება," - განაცხადა ჯიბლაძემ.
ინვალიდები ასევე მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს საქართველოს დიალიზთა ასოციაციის კოორდინაციის თავჯდომარე თამაზ დუღაშვილი და მიეცეთ საშუალება თავად აირჩიონ ის ადამიანი, რომელიც მათთან ერთად იბრძოლებს მათი უფლებებისა და სიცოცხლისათვის.