ჯო ბაიდენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო დროის სიმცირე დაასახელა. ვიცე-პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ თანაპარტიელები აქტიურად მოუწოდებდნენ. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დემოკრატთა ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნოდ სკანდალში გაეხვა. ის სამსახურეობრივი მიზნებისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში დაადანაშაულეს.