დიდ ბრიტანეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ამერიკელი პილოტი დაიღუპა.
კემბრიჯშირის საგრაფოში, ამერიკული საგემბანო ავიაგამანადგურებელი F-18 ჩამოვარდა. პოლიციის განხადებით, დაღუპულია ამერიკელი პილოტი.
ერთადგილიანი გამანადგურებელი საფოლკის საგრაფოში მდებარე ბრიტანული ავიაბაზა ლეკენჰითიდან ბაზასთან დაუკავშირებლად აფრინდა.
ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.