რუსეთი სირიის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ლატაკიას რაიონზე რამდენიმე ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც ბოლო მონაცემებით, 45-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სირიის თავისუფალი არმიის ერთ-ერთი მეთაურიცაა. რუსეთი სირიის ტერიტორიებს 30 სექტემბრიდან ბომბავს, თუმცა ოპოზიციური ძალების დაბომბვის ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის მთავარ სამიზნეს ისლამური სახელმწიფო წარმოადგენს.