ზვიად ძიძიგურს, როგორც არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, სხვა პარტიის აქტივისტების მისამართით იარაღის გამოყენებისთვის საარჩევნო კანონმდებლობა არ სჯის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
"მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იარაღის გამოყენებისთვის (თუნდაც კონკურენტი პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ) არჩევნებში მონაწილე კანდიდატი არ ისჯება. შესაბამისად, ზვიად ძიძიგურს თბილისის მერობის კანდიდატობის რეგისტრაციიდან მოხსნა არ ემუქრება",- განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან წუხელ ინციდენტი მოხდა. მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ, როცა "მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით 4-ჯერ გაისროლა". თავად ძიძიგურის მტკიცებით კი, მას თავს 50-მდე კაცი დაესხა და ჰაერში სიტუაციის განმუხტვის მიზნით გაისროლა.
მომხდარზე პროკურატურამ ხულიგნობის მუხლითYსისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.