რუსეთის ჩართვა სირიის კონფლიქტში მოქმედ პრეზიდენტს, ბასარ ასადს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. „რუსეთი ასადს დროებით ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, მაგრამ ასადს სირიაში პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ის ან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ან ეს მოლაპარაკების გზით უნდა გააკეთოს,“-აღნიშნა ოლანდმა.