საქართველოში ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს, FBI-ის შეფი ვიზიტოს ფარგლებში შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან გამართავს.
შეხვედრაზე მხარეები უთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ამ დრომდე უცნობია, გამართავს თუ არა რობერტ მიულერი შეხვედრებს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.