მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს" დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, 26 მაისს დაგეგმილი აქციის დეტალები უახლოეს დღეებში გახმაურდება.
"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურ აქციას გავმართავთ. აქციის გეგმის შესახებ კი საზოგადოებას ინფორმაციას ტელეკომპანიების კავკასიის და მაესტოს საშუალებით მივაწვდით", - აღნიშნა ბესელიამ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, 14 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან და პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.