სააკაძის მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიშალა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "დაიცავი საქართველოს" წევრმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა, დღევანდელი მანიფესტაცია არ შედგა.
"მანიფესტაციას აზრი მაშინ აქვს, როდესაც ხალხმრავლობაა და იმას ლაპარაკობს, რაც აწუხებს", - აღნიშნა ხაინდრავამ.
ამასთან, მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის ორგანოზატორებიც თვითონ იქნებიან.