"დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, სააკაძის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს შესთავაზა, რომ პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობა არ მოეწყოთ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გაჩეჩილაძემ რამდენიმე წუთის წინ, მერიასთან გამართულ საინფორმაციო მიტინგზე განიცხადა.
გაჩეჩილაძის შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სხვა ლიდერებს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.
მერიასთან ოპოზიციის მიტინგი ამ წუთებშიც გრძელდება.