"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" პოლიციასა და ოპოზიციის მომხრეებს შორის მომხდარ დღევანდელ შეტაკებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილებდით აღნიშნული აქციის დაგეგმვაში და არც ორგანიზებაში, ვგმობთ ხელისუფლების მიერ გიორგობის დღესასწაულზე დაგეგმილ კიდევ ერთ პროვოკაციას. ვანო მერაბიშვილის წინასწარი განცხადების მიუხედავად, რომ "ნებისმიერი მცდელობა, პოლიცია პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩაერთოს უშედეგოდ დასრულდება", მან პირიქით გამოიყენა, როგორც ყოველთვის და მის წარმოდგენაში "სასარგებლო და მომგებიანი აღლუმი-ხალხისთვისაც და პოლიციელებისთვისაც" ისევ სისხლით და დაპირისპირებით დასრულდა", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 6 მაისის გიორგობის პოლიციის დღედ დაწესება საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციის დროს სამართალდამცველბსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები.