ხვალ, 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში გაემგზავრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მათი ინფორმაციით, 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში, კერძოდ, ვატიკანში გაემგზავრება, სადაც რომის პაპს ბენედიქტ მეთექვსმეტეს და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ ტარჩიზიო ბერტონეს შეხვდება.