საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში "ბათუმი პირველი, ბოლომდე ჩამოყალიბებული ევროპული ქალაქია"
"ბათუმში წარმოუდგენლად მაგარი ახალგაზრდობა და საზოგადოებაა. აქ ნამდვილი ევროპაა. ბათუმი პირველი ბოლომდე ჩამოყალიბებული ევროპული ქალაქია. მაგრამ ევროპული ქალაქობა ამავე დროს ნიშნავს, რომ ევროპული დონის განათლებაც უნდა მივიღოთ", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, ბათუმში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას და რეგიონში განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელს და ყველა ათოსანს კომპიუტერი დაურიგდება, ამასთან, პირველივე კლასიდან დაიწყება სკოლებში ინგლისური ენის სწავლება და გაიზრდება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უცხოეთში გაგზავნის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურება.
"ბათუმში წელს ინგლისურის სწავლება დაიწყება პირველი კლასიდან. ჩვენ ჩამოგვყავს 500 ამერიკელი მასწავლებელი, კიდევ 500-ს კი წლის ბოლომდე ჩამოვიყვანთ. ისინი ყველა სკოლაში ქართველ მასწავლებელთან ერთად იქნებიან წარმოდგენილნი. ამასთან, ყველა ბათუმელი პირველკლასელი და ყველა ათოსანი მოსწავლე, განურჩევლად იმისა, რომელ კლასშია, მიიღებს უფასო კომპიუტერებს. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, უნდა გავზარდოთ სასწავლებლებში სწავლების ხარისხი, რომ კურსდამთავრდებულებმა კარგი სამსახურის შოვნა შეძლოს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ამისთვის, შესაბამისი მატერიალური ბაზა უკეთესად დაფინანსდება - უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ახალგაზრდებს განათლებას მისცემენ", - განმარტა სააკაშვილმა, რითაც მან შოთა რუსთაველის სახელობის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის შესაბამის შეკითხვას უპასუხა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის აზრით, "ბათუმი ეს არის ქალაქი, რომელიც გარღვევის საშუალებას ბევრ სფეროში იძლევა.