ვარკეთილში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია თითქმის დაშლილია. პოლიტიკური ლიდერების მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ აქცია 17:00 საათზე სააკაძის მოედანზე განახლდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან და დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველომდე მსვლელობას მოაწყობენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი და მათი მხარდამჭერები 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას აპროტესტებენ.