ვარკეთილი ხიდებთან მიმიდნარე აქცია დასრულებულია. ამის შესახებ საინფორმაციო მიტინგზე საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრების ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მან მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ დღეს 17:00 საათზე სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობა მოეწყობა.
მისივე მტკიცებით,აქციაზე ქვების სროლა პოლიციის მხრიდან დაიწყო. სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა პირველი ქვა ისროლეს, რასაც მომიტინგეების მხრიდან
საპასუხო რეაქცია მოყვა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის "დაიცავი საქართველოს" წევრი ბიძინა გეგიძე. დაშავებულები ამჟამად საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.