აღლუმის პარალელურად, ვარკეთილში მიმდინარე ოპოზიციის აქცია ხმაურით მიმდინარეობს.
პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების კორდონის გარღვევას და შს სამინისტროსკენ გზის გაგრძელებას შეეცადნენ, რისი უფლებაც მათ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ერთ-ერთ სამართალდამცველს წითელი საღებავი შეასხა, რამაც პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ინციდენტში ოპოზიციის ლიდერებიც ჩაერივნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ლევან გაჩეჩილაძეს წელში ფეხი ჩაარტყა.
ამ დროისთვის აქციაზე სიტუაცია სტაბილურია.