დღეს, 6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგას, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე კანატ საუდაბაევს, ასევე რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანსა შეხვდება.
"ყაზახეთი წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ამის გათვალისწინებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის ყაზახ კოლეგასთან შეხვედრა. მხარები ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღდგენის გზებზეც იმსჯელებენ", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ მხარეები თანამშრომლობის შესახებ ოქმს გააფორმებენ.