დღეს, 30 ოქტომბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებისთვის განსასჯელების სასამართლო პროცესი მუხროვანის ბატალიონის თანამშრომლების დაკითხვით განახლდება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს. განსასჯელი 28 სამოქალაქო და სამხედრო პირია. 13 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მოწმეები ერთსა და იმავე ჩვენებას აძლევენ, რომ სატანკო ბატალიონის უფროსი შოთა გორგიაშვილი 26 მაისის აღლუმში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა და ამბობდა, რომ დაუმორჩილებლობა უნდა გამოეცხადებინა. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების კავშირს ამბოხებასთან და დაუმორჩილებლობასთან, მოწმეები ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.