ხვალ, 6 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, შვედეთის მეფე მიიღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"შვედეთი ევროკავშირის ძალიან აქტიური მოთამაშეა. ეს ქვეყანა იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი რუსული აგრესიის დღეებში. შვედეთმა ითამაშა ძალიან პოზიტიური როლი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის შექმნაში და დღესაც აგრძელებს ამ პროგრამის ლობირებას ევროკავშირის შიგნით", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს შევდეთის სამეფოში გამგზავრებამდე.