ირაკლი ალასანია არჩევნებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებსთბილისის მერობის "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია არჩევნებამდე მანქანით მგზავრობაზე უარს აცხადებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ალასანიამ აღნიშნული "მოსახლეობასთან ახლო კონტაქტის საშუალებით" ახსნა.
"ვაპირებ ვისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტებით, ხშირად ვიარო ფეხით, რათა მოსახლეობასთან მეტი და უფრო ახლო კონტაქტი მქონდეს და უფრო კარგად გავაცნო ის საარჩევნო პროგრამა, რომელსაც მათ "ალიანსი სთავაზობს", - განაცხადა ალასანიამ.
თბილისის მერობის კანდიდატმა ამ მიზნით დღეს მეტროთი იმგზავრა.