მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის~ საქართველოს რეგიონებში პედაგოგებს "ნაციონალური მოძრაობისათვის" აგიტაციის გაწევაში ადანაშაულებს.
ჟინვალის რაიონული ორგნიზაციის ხელმძღვანელის ნელი თეთრაშვილის განცხადებით, ჟინვალის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ოდიშელიძე (იგი ასევე არის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე) პედაგოგებთან ერთად, სამუშაო საათებში, რაიონში დადის და ~ნაციონალურ მოძრაობას~ უწევს აგიტაციას.
ასევე, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიიდან აცნობეს, დაბა ფასანაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თინათინ ბანცური სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება ფასანაურის საჯარო სკოლის პედაგოგს ნანა ბექაურს, რომელიც `ეროვნული საბჭოს~ მაჟორიტარი კანდიდატია. ამასთან. "სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებით, თინათინ ბანცური სამსახურიდან გათავისუფლებით ნანა ბექაურის დედასაც ემუქრება, რომელიც საჯარო სკოლის ბუღალტერია.