პარტია "სოლიდარობამ" წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ანზრონ აბრალავას პოლიტიკური მოძრაობა მთავარ აქცენტს სამეცნიერო-კულტურული ცენტრების აღდგენაზე აკეთებს. აღნიშნულის კონტექსტში, "სოლიდარობა" მთავარ პრიორიტეტად განათლების სფეროს დაფინანსებას ასახელებს.
პარტიის გეგმებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის საარჩევნო სიის მე-18 ნომერმა სოსო სიგუამ ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელიც ყალბი ფასეულობების ნაცვლად ყურადღების ჭეშმარიტ ღირებულებებზე გადატანას გულისხმობს. თბილისში უნდა აღდგეს სამეცნიერო და კულტურული ცენტრები და შეწყდეს ამ და განათლების სფეროსადმი მოსახლეობის დეზორიენტაცია", - განაცხადა აბრალავას თანაპარტიელმა.