ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა სინაურიძე დღეს, თამარაშვილის ქუჩის #21 -ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
სინაურიძემ თამარაშვილის ქუჩის #21 -ში მცხოვრებ მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. სინაურიძის განცხადებით 2012 წლისთვის საქართველოში ყველა მოქალაქე ისარგებლებს დაზღვევის სერვისით.
"ჩემთვის პრიორიტეტია დასაქმება, ვვინაიდან დასაქმება არის ყველაზე კარგი სოციალური დაცვა. ეს კონკრეტული უბანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ძალიან ბევრი ჯანდაცვის მუშაკი ცხოვრობს. ჩემი საზრუნავია, როგორც ექიმის, რომ თავი დაცულად არამარტო პაციენტმა, არამედ ექიმმაც იგრძნოს", - განაცხადა სინაურიძემ.