საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-სა და საფრანგეთის ელჩებს ჯონ ბასსა და ერიკ ფურნიეს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
"აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსაც... ფრანგ დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე კი მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ ვიზიტს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.