ბათუმში რიგით მესამე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „Batumi Expo 2010" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტიდან აცნობეს, გამოფენა ევროპის მოედანზე ჩატარდება და იგი 7 მაისს გაიხსნება.
მზადება გამოფენის მოსამზადებლად უკვე დაწყებულია. საორგანიზაციო საკითხებს კომპანია `კალიფსო თრეველი" უზრუნველყოფს. ევროპის მოედანზე სპეციალური კონსტრუქციებს აგებენ. 6 მაისს კი, საგამოფენო პავილიონები მოეწყობა.
გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს, ავიაკომპანიების და სასტუმრო ქსელის წარმომადგენლები. იგი 9 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენის დასრულების შემდეგ კი, ტურისტული კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილოებას სხავადასხვა ქვყენების წარმომადგენლები მიიღებენ.