დღეს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები 9 აპრილის ბაღში ძალოვან ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრას "ქრისტიან-დემოკრატების" თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - გია ჭანტურია და ინგა გრიგოლიაც ესწრებოდნენ.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ვეტერანებს ის კანონპროექტი გააცნეს, რომლის მიხედვითაც ძალოვანი უწყების ყველა პენსიონერისთვის პენსია გათანაბრდება. გამარჯვების შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატები" პენსიონერებს კომუნალური გადასახადების დაწევასაც დაპირდნენ.
"ადამიანებს, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება და პატივისცემა ქვეყნისგანაც და თვითეული ჩვენთაგანისგანაც და ვფიქრობთ ეს არ არის, მხოლოდ პენსიები და ხელფასების გადაანგარიშება", - განაცხადა გია ჭანტურიამ.
გრიგოლიას განცხადებით, ვეტერანების მიერ ქვეყნისადმი გაწეული უზარმაზარი ღვაწლის დავიწყება არ შეიძლება.
"ძალიან უყვართ ხოლმე იმის ძახილი, რომ სააკაშვილამდე ყველაფერი იყო კორუმპირებული, ყველა იყო ძალიან ცუდი და ყველა იყო ქვეყნისთვის სამარცხვინო. აქ არიან ძალიან ღირსეული ადამიანები", - აღნიშნა გრიგოლიამ.