საპარალმენტო უმრავლესობა აშშ-ს დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას "რუტინულ განცხადებად აფასებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოში საფრთხეს ხედავს. საპარალმენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მხრიდან შეფასებები ამერიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელბეული იმ განცხადების კომენტარისას გაკეთდა, რომლის თანახმად ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ფრთხილად იყვნენ აცქიების ჩატარების დროს.
გიორგი თარგამაძე აცხადებს "აშშ-ს დეპარტამენტის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოში გარკვეულ საფრთხეს ხედავს" და მიიჩნევს, რომ "ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წინახედულობა მართებს".
როგორც თარგამაძე აცხადებს, ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს იმ საფართხის განვითარებას, რასაც აშშ საქართველოში ხედავს და ამ საფრთხეზე საქართველოში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ამ განცხადებას გიორგი თარგამაძე პოლიციის მიერ აღლუმის ჩატარებასაც უკავშირებს და მიიჩნევს, რომ "საქართველოში ძალოვან უწყებებს საზეიმო ისადეც არაფერი აქვთ და ხელისუფლებამ არც თანხები უნდა დახარჯოს აღლუმისთვის და არც ზედმეტი საფრთხე არ უდნა შექმნას".
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშშ საკაუთარ მოქაალქეეებს ნებსიმიერი დემონსტრაციების დროს აფრთხილებს და ეს გაფრთხილებაც სწორედ ამ რიგისაა.
მისი თქმით, აშშ-ს ამ განცხადების რაიმე სხვაგვარი ინტერპრეტირება შეუძლებელია და მისი თქმით "ასეთ სხვაგვარ ინტერპრეტირებას მხოლოდ დილეტანტები და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები თუ მოახდენენ". სწორედ ამიტომ საპარალმენტო უმრვალესობა აცახდებს, რომ ამ განცხადებას განსაკუთრებული ყურადღება არც საზოგადოებამ და არც პოლიტიკუმრა ძალებმა არ უნდა მიაქციონ.