ხვალ, 5 მაისს, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად რუსთავში შეიკრიბება.
სხდომის დღის წესრიგი დაზუსტების პროცესშია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებიც განიხილება.
მთავრობის სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული