ჯონდი ბაღათურია პედაგოგების ხელფასების გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც "ზოგადი განათლების" შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ კანონს უნდა დაემატოს პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით - "პედაგოგის მინიმალური საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით ხოლო მინიმალურ საბაზისო ხელფასზე დანამატი განისაზღვროს ამავე კანონის 22-ე მუხლით.
სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსებაში უკვე არსებული მეორე და მესამე მუხლით". როგორც ბაღათურია აცხადებს, მის მიერ მომზადბეული კანონპროექტი "განათლების რეფორმის ეპიცენტრში აყენებს პედაგოგს, ვინაიდან მასზე გადადის განთლების მთელი სიმძიმე და საჭიროა მას ღირსეული ცხოვრების საშუალება ჰქონდეს". სწორედ ამიტომ იგი ითხოვს, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს დაუყონებლივ, რათა "სრული სოციალური გარანტიები შეუქმნას პედაგოგებს".
ამას,Yთან ბაღათურია იმასაც აღნიშნავს, რომ პედაგოგთა მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 500 ლარით საწყის ეტაპზე, ხოლო შემდგომში განხორციელდეს დანარიცხები და პედაგოგთა ხელფასი შეადგენდეს 700-1100 ლარს.
როგორც ბაღათურია აცხადებს აღნიშნული კანონპროექტი მომზადებულია ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად. დღეიდან კი აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვები დაიწყება.