"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია NDI-ის IRI,-ისა და IFES -ის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი პრობაციონერებისა და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების საარჩევნო პროცესებში იძულებით მონაწილეობას შეეხებოდა.
"ჩვენ, საერთაშორისო ორაგნიზაციების წარმომადგენლებს გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული მასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სოდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის შედეგად პრობაციონერები, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები იძულებით მონაწილეობენ არჩევნებში, იძულებით აკეთებდნენ არჩევანს "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის სასარგებლოდ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თმით, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების საქმის კურსში ჩაყენება ოპოზიციურ ძალებს საშუალებას მისცემს, მინიმალურ დონემდე შეამციროს ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა საარჩევნო პროცესებში.
"წინასაარჩევნო პროცესი არის უთანასწორო, ძალოვანი სტრუქტურები დღესაც მონაწილეობენ წინასაარჩვენო პროცესებში. ჩვენი შეხვედრები სერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.