"ქრისტიან-დემოკრატებმა" ვანის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. გამარჯვებისთვის სხვა პარტიების კანდიდატებს 95 წლის მიხეილ ხარძეიშვილი იბრძოლებს.
უხუცესი კანდიდატი ვანში 70 წლის განმავლობაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. ხარძეიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ამჟამად ის ვანის რაიონის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარედ მუშაობს.
95 წლის კანდიდატს ღირსების და გორგასლის ორდენები აქვს მიღებული.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ხარძეიშვილს, 9 მაისთან დაკავშირებით, სპეციალური მედალი გადასცეს.