საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 6 მაისის, გიორგობის პოლიციის დღედ დაწესებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
"საქართველოს პოლიციას დღემდე ორი პროფესიული თარიღი ჰქონდა: 10 ნოემბერი - პოლიციის დღე და 30 ნოემბერი უშიშროების თანამშრომელის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი დღის შერჩევა", - აცხადებს მერაბიშვილმა გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ წერილში.
შს მინისტრის შეფასებით, 6 მაისი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციასთან ასოცირდება, რადგან ერთი, ის რომ გიორგობაა და ამასთან, ეს ის დღეა, როდესაც აჭარა ასლან აბაშიძის რეჟიმისგან განთავისუფლდა.
"ახალი პოლიციის დღე კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმაზე რა გაკეთდა აქამდე, და როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმები. მთავრის ის არის, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს. როგორც კი შეწყდება გარდაქმნები და პროგრესი, მაშინვე უკუსვლა დაიწყება. ეს არ უნდა დავუშვათ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.