საქართველოში ლიტვის ახალი ელჩი იონას პასლაუსკასი თბილისში ჩამოვიდა.
პასლაუსკასის განცხადებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას ის პასუხისმგებლობით მოეკიდება, რადაგნ ქართველ და ლიტველ ხალხს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები არსებობს. მისი თქმით, ამის მაგალითი ლიტვამ ორი დღის წინ აჩვენა, როცა ქართველ ხალხს უპრეცენდენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და ომის დროს დაზარალებული ქართველი ბავშვებისათვის ტელე-მარათონი გამართა.
"ძალიან მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით. აქ ჩამოსვლამდეც, სადაც კი ქართველებს შევხვედრივარ მათგან ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ქართულ-ლიტვური ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდეს, ეკონომიკური თანამშრომლობა კი სარგებლის მომტანი უნდა იყოს ორი ქვეყნისთვის. ძალიან კარგი და სამუშაო განწყობით ვარ ჩამოსული", - განაცხადა ელჩმა.
ტელე-მარათონში სატელეფონო ზარების მეშვეობით 100 ათას ევროზე მეტი შეგროვდა.