ვაშინგტონი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ამერიკის საელჩომ შეზღუდა საკუთარი მოქალაქეების გადაადგილება აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე რეგიონებშიც.
"აუფეთქებელი მოწყობილობები კვლავ რისკს წარმოადგენს იმ რაიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.