დღეს, 4 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მე-7 სართულზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები გამართავენ შეხვედრას ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებთან.
შეხვედრაზე განიხილება ის ძირითადი საკითხები, რომელიც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები.