მოძროაბა ~სამართლიანის საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 7 მაისს მოსკოვში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ნოღაიდელი მოსკოვში საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდეგნისა და ასევე დევნილების დაბრუნების საკითხებზე გამართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და დეტალებზე ნოღაიდელი ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.