რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი დღეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამერბერგს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები განიხილეს და აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული აქციების განხორციელებაზე იმსჯელეს.
"ჩვენი მიზანია, ოკუპირებულ რეგინებში სადამკვირვებლო მისიები აღვადგინოთ, მით უმეტეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. თუმცა ამ მისიებს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს და იგი დიდი ჯგუფებისგან უნდა შედგებოდეს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.