პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი რეაგირებას მოახდენს ყველა პოლიტიკური პარტიიდან და არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა.
საარჩევნო მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა წინასაარჩენო პროცესის განხილვას მიეძღვნა. შეხვედრაზე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა სტუმრებს გააცნეს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის მიზანი და საქმიანობა. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ აქცნეტი გააკეთა იმაზე, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი მიზანი იქნება პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ საარჩენო დარღვევებზე რაგირება.
"ყველაფერს გავაკეებთ იმისათვის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს. მინდა ვეროსაბჭოში იცოდნენ, რომ თუკი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან რაიმე სახის დარღვევა დადასტურდება, ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება საპარლამენტო ჯგუფის მხრიდან", - აცადებს ჩახვაძე.
ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ორი კვირის შემდეგ დაგეგმილია ასევე ევროსაბჭოს 20-კაციანი დელეგაციის მორიგი ვიზიტი საქართველოში.