ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით უზბეკეთში იმყოფება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტოს ინფორმაციით, დელეგაცია ტაშკენტში აზიის განვითარების ბანკის ეგიდით, 3-4 მაისს დაგეგმილ ღონისძიბებში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პოლოლიკაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრს, ვიცე_პრემიერს ელიორ განიევს შეხვდება.
მინისტრები საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისა და განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.